ძველი თბილისის თვალისმომჭრელი ხედები, მყუდრო, დახვეწილი სტილით შექმნილი ინტერიერი და კომფორტი!
10% ქეშბექი
სასტუმრო ,,მარგო'' მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. ძველი თბილისის თვალისმომჭრელი ხედები, მყუდრო, დახვეწილი სტილით შექმნილი ინტერიერი და კომფორტი, რომელიც მცირე დეტალებშიც კი იგრძნობა.
ბუტიკის ტიპის სასტუმროს 35 სხვადასხვა კატეგორიის ნომერი და ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი აქვს.
სასტუმრო ,,მარგოს'' პირველ სართულზე განთავსებული რესტორანი, პანორამული ხედებით, 100-მდე სტუმარს იტევს. ,,მარგოს'' სტუმრებისათვის სპეციალურად შექმნილ მენიუში, ტრადიციული ქართული სამზარეულოს და თანამედროვე მრავალფეროვანი გემოების ნაზავს აღმოაჩენთ.
შესანიშნავ ბარში, რომელიც სასტუმროს დახვეწილ ლობიში მდებარეობს, შეძლებთ დრო სასიამოვნოდ გაატაროთ და განიტვირტოთ მუსიკის ატმოსფეროში, მიირთვათ ცნობილი კოქტეილები, ან გასინჯოთ სპეცილურად მარგოსთვის შექმნილი საავტორო სასმელები.
მისამართი: