გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობები
1. შესავალი
1.1. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ლიბერთი ბანკის კლიენტის მიერ ლოიალობის პროგრამით სარგებლობის პირობებს (შემდგომში - პირობები) და წარმოადგენს ფიზიკური პირის მომსახურების პირობების დანართს.
1.2. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი ნებისმიერი შეთავაზების სარგებლობამდე კლიენტი ვალდებულია დეტალურად გაეცნოს შესაბამისი შეთავაზების პირობებს და სარგებლობის წესებს.
1.3. ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვროს ლოიალობის პროგრამაში კლიენტის ჩართვის სხვა პირობებიც, რომლის შესახებაც კლიენტს ეცნობება ბანკის მიერ განსაზღვრული ფორმით;
1.4. ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას კლიენტს ლოიალობის პროგრამით განსაზღვრული შეღავათით სარგებლობაზე, მათ შორის, არ დაუბრუნოს კლიენტს Cashback-ის თანხა ტრანზაქციასთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
1.5. ბანკი არ მიაწვდის ამ პროდუქტებს და მომსახურებებს ნებისმიერ პირს, თუ ბანკის აზრით (და იმ პირობით, რომ ბანკი არ არის ამის შემოწმებაზე ვალდებული) ამ მომსახურებების მოწოდებით დაირღვევა აღნიშნული პირის ადგილსამყოფელ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ან წესები ან სხვა დაკავშირებული კანონმდებლობა.
1.6. ბანკს უფლება აქვს კლიენტის მიერ ლოიალობის პლატფორმის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაცია გაუმჟღავნოს, გადასცეს ან/და კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაცია გადაამოწმოს/მიიღოს მესამე პირებთან. ლოიალობის პლატფორმით სარგებლობისას კლიენტი ავტომატურად ეთანხმება ბანკის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკას.
1.7. ლოიალობის პლატფორმით სარგებლობით კლიენტი თანხმობას აცხადებს ლოიალობის პლატფორმით მიწოდებული ინფორმაციის გადაცემაზე და მიწოდებაზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ან ნებისმიერი ქვეყნის გავლით, როგორც ბანკი ჩათვლის საჭიროდ ან მიზანშეწონილად. კლიენტის მიერ ლოიალობის პლატფორმით სარგებლობა ან მასზე ინფორმაციის მიწოდება მიიჩნევა კლიენტის მიერ ინფორმაციის ასეთ გადაცემაზე თანხმობად.
1.8. ლოიალობის პლატფორმით სარგებლობა შეიძლება დაექვემდებაროს მონიტორინგს, თვალყურისდევნებას და ჩაწერას. ნებისმიერი პირი, რომელიც იყენებს ლოიალობის პლატფორმას მკაფიოდ გამოხატავს თავის თანხმობას ასეთ მონიტორინგზე, თვალყურისდევნებაზე და ჩაწერაზე. კლიენტი ვალდებულია გაეცნოს ლოიალობის პლატფორმაზე განთავსებულ მოხმარების წესებს, ლოიალობის პროგრამის პირობებისა და კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმდინარე ვერსიებს ლოიალობის პლატფორმაზე მუშაობის თითოეული შემთხვევისას.
1.9. ბანკი იტოვებს უფლებას ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პირობებში გათვალისწინებული წესები, ტარიფები ან/და სხვა შემადგენელ დოკუმენტებში მოყვანილი წესები, პირობები ან/და ტარიფები იმისთვის, რომ იგი შესაბამისობაში მოვიდეს ბანკში დადგენილ ახალ წესებთან, შეცვლილ საბაზრო პირობებთან, საბანკო პრაქტიკასთან ან/და შესაბამის კანონმდებლობასთან.
2. ტერმინთა განმარტებები
2.1. თუ წინამდებარე პირობებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული ან/და მისი (პირობების) კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ქვემოთმოცემულ ტერმინებს ენიჭებათ შემდეგი მნიშვნელობა:
2.2. ანგარიში - ბანკში გახსნილი კლიენტის საბანკო ანგარიში;
2.3. აქცია - ბანკისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების/მერჩანტების მიერ კლიენტებისათვის შეთავაზებული „ქეშბექი“;
2.4. ბანკი - სს “ლიბერთი ბანკი”, საიდენტიფიკაციო კოდი: 203828304;
2.5. ვებ-გვერდი - ბანკის ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდი - www.cashback.ge, რომელზეც განთავსებულია მერჩანტების მიერ, ბანკთან შეთანხმებით კლიენტებისათვის შეთავაზებული აქციები;
2.6. კლიენტი - ფიზიკური პირი, რომელსაც გახსნილი აქვს ბანკში ანგარიში და სარგებლობს საბანკო მომსახურებით;
2.7. კომპანია ან მერჩანტი - ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი პირი, რომელიც მის (კომპანიის) სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათებით, ბანკის ტერმინალზე გადახდის ოპერაციების შესრულების შემთხვევაში, კლიენტს სთავაზობს ქეშბექს;
2.8. ლოიალობის პროგრამა - ბანკის ან/და მისი აფილირებული პირების ბონუს პროგრამა, რომელიც განკუთვნილია ბანკის ფიზიკური პირი - კლიენტებისთვის და კლიენტს შესაძლებლობას აძლევს ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათით ბანკის ტერმინალზე ანგარიშსწორების შემთხვევაში მიიღოს Cashback ლოიალობის ვებ-გვერდზე განთავსებული, ბანკის კონტრაქტორი კომპანიების კომერციულ ობიექტებში;
2.9. ლოიალობის პლატფორმა - ვებ-გვერდი www.cashback.ge, ბანკის შესაბამისი აპლიკაცია ან/და სხვა პროგრამული უზრუნველყოფა, დოკუმენტი, სოციალური მედიის გვერდი ან ნებისმიერი წყარო, სადაც ხელმისაწვდომია ინფორმაცია ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული წახალისების/შეღავათების შესახებ.
2.10. ტერმინალი - ელექტრონული პროგრამულ–ტექნიკური მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ბარათის გამოყენებით საქონლის ან/და მომსახურების საფასურის გადახდისათვის ან ბარათის მფლობელის ანგარიშიდან ნაღდი ფულის მიღებისათვის/გატანისათვის. ტერმინალი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური (ე.წ. POS ტერმინალი) ასევე ვირტუალური ან/და ჰიბრიდული. როგორც წესი ფიზიკური ტერმინალი გამოიყენება ისეთ ობიექტებში, სადაც ადგილი აქვს ბარათის მფლობელსა და საქონლის/მომსახურების მომწოდებელს შორის ფიზიკურ კონტაქტს. ვირტუალური ტერმინალი, როგორც წესი გამოიყენება ინტერნეტით ანგარიშსწორების მიზნით - ანუ სიტუაციებში, როდესაც ბარათის მფლობელსა და საქონლის/მომსახურების მომწოდებელს შორის ფიზიკურ კონტაქტს ადგილი არ აქვს;
2.11. Cashback ან ქეშბექი - ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, კლიენტის ანგარიშზე დასაბრუნებელი, თანხის ოდენობა, რომელიც განისაზღვრება ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში;
3. ლოიალობის პროგრამაში ჩართვა
3.1. კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე პირობებით და ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად, ჩაერთოს ბანკის ლოიალობის პროგრამაში და ისარგებლოს შესაბამისი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული წახალისებით/შეღავათ(ებ)ით.
3.2. ლოიალობის პროგრამით სარგებლობა შესაძლებელია ბანკის კლიენტის მიერ, რომელიც ფლობს აქტიურ მომხმარებელს ბანკის ინტერნეტ ბანკში ან/და სათანადო წესით რეგისტრირებულია ლოიალობის ვებ-გვერდზე.
3.3. ლოიალობის პროგრამაში ჩასართავად, კლიენტი ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე, ბანკის ინტერნეტ ბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის გამოყენებით ან გაიაროს რეგისტრაცია ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე განთავსებული წესების შესაბამისად. ამასთან, ლოიალობის პროგრამის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის შემთხვევაში, კლიენტს ავტომატურად გაუაქტიურდება ბანკის ინტერნეტ-ბანკის მომხმარებელი.
4. ლოიალობის პროგრამით სარგებლობის ზოგადი პირობები
4.1. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ბანკი საშუალებას აძლევს კლიენტს ჩაერთოს ბანკისა და კომპანიების მიერ შემოთავაზებულ აქციაში და მიიღოს Cashback მერჩანტების სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში ბანკის მიერ ემიტირებული საბანკო ბარათით, ბანკის ტერმინალზე ანგარიშსწორების შემთხვევაში.
4.2. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ქეშბექის მისაღებად, კლიენტი ვალდებულია გაიაროს ვებ-გვერდზე ავტორიზაცია და გაიაქტიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული მისთვის სასურველი აქცია/შეთავაზება. ამასთან, კლიენტი უფლებამოსილია გაიაქტიუროს ერთი ან ერთდროულად რამდენიმე აქცია.
4.3. აქციის ვადები და პირობები კლიენტს შეუძლია იხილოს ვებ-გვერდზე, მისი გააქტიურებისას. აქციის დამატებითი პირობები, მათ შორის დასაბრუნებელი თანხის ლიმიტები და სხვა შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ლოიალობის პლატფორმის სხვა არხში. კლიენტი ვალდებულია გადახდის შესრულებამდე დეტალურად გაეცნოს ლოიალობის პროგრამით სარგებლობასთან დაკავშირებით დადგენილ პირობებს.
4.4. კლიენტის მიერ აქციის ფარგლებში მისაღები ქეშბექის ოდენობა განისაზღვრება ვებ-გვერდზე განსაზღვრული აქციის ტარიფის შესაბამისად. ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, სხვადასხვა სატარიფო პაკეტის მფლობელებისთვის განსაზღვროს ლოიალობის პროგრამის განსხვავებული პირობები და ლიმიტები.
4.5. ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, კლიენტთან შეთანხმების გარეშე ცალმხრივად შეცვალოს ან/და გააუქმოს როგორც ლოიალობის პროგრამით სარგებლობის წესები და პირობები, ასევე ვებ-გვერდის მოხმარებისა და აქციით სარგებლობის წესები და პირობები.
4.6. ლოიალობის პროგრამით სარგებლობა ავტომატურად წყდება, თუ კლიენტი დახურავს ბანკში არსებულ ყველა საბანკო ანგარიშს ან/და გაუქმდება კლენტის ინტერნეტ-ბანკის მომხმარებლის პროფაილი.
5. Cashback (ქეშბექი)
5.1. ქეშბექის მისაღებად, კლიენტი ვალდებულია გაიაქტიუროს ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი ქეშბექის აქცია.
5.2. სასურველი ქეშბექის აქციის გააქტიურების შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია აქციაში/შეთავაზებაში განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს გადახდა/გადახდები შესაბამისი მერჩანტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში, ბანკის ტერმინალზე.
5.3. გადახდის დადებითად დასრულების შემთხვევაში ბანკი კლიენტს ჩაურიცხავს აქციის შესაბამის ქეშბექის თანხას.
5.4. კლიენტის ანგარიშზე ქეშბექის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა განხორციელდება ავტომატურად, კლიენტის იმ ანგარიშზე, რომლიდანაც განხორციელდა გადახდის ოპერაციის შესრულება.
5.5. ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის ქეშბექის სახით ჩასარიცხი თანხა დაამრგვალოს უახლოეს მეასედებამდე;
5.6. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამ კონკრეტული გადახდის რევერსალი (გაუქმება), ბანკი უფლებამოსილია ბანკში არსებული კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან ჩამოჭრას ჩარიცხული ქეშბექის შესაბამისი თანხა.
5.7. მერჩანტის მიერ, კლიენტისათვის ისეთი ფასდაკლების, ქეშბექის ან/და სხვა სახის აქციის შეთავაზების შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ლოიალობის პროგრამით, შესაძლოა არ მოქმედებდეს ბანკის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში კლიენტისათვის შეთავაზებული ქეშბექის აქცია.
6. უსაფრთოხების პირობები და cookie-ს პოლიტიკა.
6.1. ლოიალობის პალტფორმაზე წვდომისთვის შესაძლებელია გამოყენებული იყოს კლიენტის ციფრულ ბანკში წვდომის კოდები. კლიენტი ვალდებულია სრულად დაიცვას ლოიალობის პლატფორმაზე ავტორიზაციისთვის გამოყენებული წვდომის კოდ(ებ)ისა და მოწყობილობ(ებ(ის კონფიდენციალურობა/უსაფრთხოება. ლოიალობის პლატფორმაზე ავტორიზაციისთვის გამოყენებული წვდომი კოდ(ებ)ისა და მოწყობილობების არასათანადო დაცვამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ციფრულ ბანკში არაუფლებამოსილი პირის წვდომა და შედეგად ამ არხისთვის ნებადართული საბანკო მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა. კლიენტი სრულად იღებს პასუხისმგებლობას ლოიალობის პლატფორმაზე ავტორიზაციისთვის გამოყენებული წვდომი კოდ(ებ)ისა და მოწყობილობების მესამე პირის ხელში აღმოჩენის შედეგად გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე.
6.2. კლიენტს ეკრძალება ლოიალობის პლატფორმის ან/და სისტემების ყოველგვარი არაუფლებამოსილი გამოყენება, რაც შეუზღუდავად გულისხმობს ბანკის სისტემებში არაუფლებამოსილ შესვლას, პაროლის არასათანადო გამოყენებას ან ლოიალობის პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციის არასათანადო გამოყენებას.
6.3. ლოიალობის პლატფორმა შეიძლება შეიცავდეს ე.წ. ქუქის (cookies), რომელიც მუშაობს შემდეგი პრინციპით:
6.3.1. ქუქი არის მოკლე ტექსტური ფაილი, რომელსაც კლიენტის მიერ მონახულებული ვებ-გვერდი ინახავს მნახველის მყარ დისკზე. ტექსტური ფაილი შეიცავს ინფორმაციას და, სხვა მიზნებთან ერთად, გამოიყენება მნახველის მიერ შესაბამისი ვებ-გვერდით სარგებლობის უზრუნველსაყოფად.
6.3.2. მუდმივი ქუქი (persistent cookies) ინახავს ფაილს ვებ-გვერდის მნახველის მყარ დისკზე გარკვეული დროით. ბანკი იყენებს მუდმივ ქუქის იმისათვის, რათა დააფიქსიროს მნახველის ნავიგაცია ვებ-გვერდზე და შეაგროვოს სტატისტიკური მონაცემები.
6.3.3. ქუქის სხვა ტიპი, რომელსაც სესიური ქუქი (session cookie) ეწოდება, ინახება მხოლოდ იმ ხნის განმავლობაში, რა დროშიც კლიენტი ახდენს ნავიგაციას ვებ-გვერდზე. სესიურ ქუქის ბანკი იყენებს იმისათვის, რათა კლიენტმა შეძლოს ლოიალობის პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული აქციების გააქტიურება, ხოლო როდესაც კლიენტი დატოვებს ლოიალობის პლატფორმას ან დახურავს ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (browser) – სესიური ქუქი თავისით წაიშლება.
6.3.4. თუ კლიენტი არ დაეთანხმება ქუქის გამოყენებით მუშაობას, კლიენტს შეუძლია შეცვალოს სანავიგაციო პროგრამის (Interenet Explorer, Mozila Firefox, Google Crome და სხვა) უსაფრთხოების რეჟიმი. კლიენტს შეუძლია არ დაეთანხმოს ქუქის გამოყენებას. ამასთან, კლიენტისთვის ცნობილია, რომ ცალკეული სახეობის ქუქის გამორთვამ (დაუთანხმებლობამ) შესაძლოა გავლენა იქონსიოს ვებ-გვერდის ფუნქციონირებასა და მომსახურებაზე. დამატებითი ინფორმაცია ქუქიზე ხელმისიწვდომია ბანკის ვებგვერდზე www.libertybank.ge განთავსებულ „cookies გამოყენების შესახებ შეტყობინებაში“.
7. პასუხისმგებლობის გამორიცხვა
7.1. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კომპანიის/მერჩანტის მიერ კლიენტისათვის მიწოდებული პროდუქტის ან/და გაწეული მომსახურების ხარისხზე.
7.2. ბანკს არ დაეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა კლიენტის მიერ მიღებულ ნებისმიერ ზიანზე (მათ შორის, მიუღებელ შემოსავალზე/სარგებელზე/შეღავათზე), იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ზედმიწევნით არ დაიცავს ბანკის მიერ ლოიალობის პროგრამით სარგებლობისთვის დადგენილ წესებს.
7.3. ლოიალობის პლატფორმის მეშვეობით ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიღებულია იმ წყაროებიდან, რომლებსაც ბანკი სანდოდ მიიჩნევს. ბანკი და მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ან პირობას, არც ნაგულისხმევს და არც პირდაპირს, იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ლოიალობის პლატფორმაზე განთავსებული ან მისი მეშვეობით მიღებული ინფორმაცია სწორი, სრული ან განახლებული. ლოიალობის პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია შეიძლება შეიცვალოს ან წაიშალოს წინასწარი შეტყობინების გარეშე. ბანკი არ იძლევა გარანტიას იმაზე, რომ ლოიალობის პლატფორმა ან მისი მეშვეობით მიწოდებული ინტერნეტ-მომსახურებები იმუშავებს შეცდომების ან შეფერხებების გარეშე.
7.4. ლოიალობის პლატფორმაზე არსებული ინფორმაცია არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც რჩევა ან თხოვნა პროდუქტის ან მომსახურების ყიდვის ან გაყიდვის თაობაზე ან/და როგორც მომსახურების მომწოდებლის რეკომენდაცია, თუ თავად მომსახურების მომწოდებელი აშკარად არ იუწყება საწინააღმდეგოს.
7.5. ლოიალობის პლატფორმაზე არსებულ ინფორმაციას აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. იგი მიიჩნევა სანდოდ, მაგრამ ბანკი არ იძლევა გარანტიას მის სისრულეზე, დროულობაზე და სისწორეზე. კლიენტი ეცნობა, იყენებს და ენდობა ამ ინფორმაციას მხოლოდ საკუთარი რისკით. კლიენტი ვალდებულია ლოიალობის პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის შეფასებისას ითხოვოს პროფესიონალების რჩევა საჭიროების მიხედვით.
7.6. ადამიანური თუ მექანიკური შეცდომების დასაშვებობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, ლოიალობის პლატფორმის შინაარსი მოწოდებულია არსებული ფორმით ანუ “როგორც არის”. ბანკი, აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას და პირობას ლოიალობის პლატფორმასთან ან მის შემცველობასთან დაკავშირებით. ბანკი, აფილირებული პირები და მესამე პირები გათავისუფლებული არიან ყოველგვარი გარანტიის ან პირობის მიცემის ვალდებულებისგან ლოიალობის პლატფორმასთან დაკავშირებით, მათ შორის, ყოველგვარი ნაგულისხმევი გარანტიებისგან რაც ეხება სყიდვითუნარიანობას, მესამე პირის უფლებების შესაძლო დარღვევას, ვირუსებისგან ან სხვა დამაზიანებელი კოდებისგან თავისუფლებას ან რაიმე მიზნისთვის ვარგისიანობას. ბანკი, აფილირებული პირები ან მესამე პირები არ იძლევიან არანაირ გარანტიას ლოიალობის პლატფორმაზე არსებული ინფორმაციის და მასალების სისწორეზე, ადეკვატურობაზე ან სისრულეზე და გარკვევით უარს აცხადებენ ყოველგვარ პასუხისმგებლობაზე რაც ეხება ამ მასალებში ან ინფორმაციაში შეცდომებს ან უზუსტობებს. ბანკი, აფილირებული პირები ან მესამე პირები პასუხს არ აგებენ ამ ლოიალობის პლატფორმის შეფერხებებზე, კომპიუტერულ ვირუსებზე, მავნე კოდებზე და ლოიალობის პლატფორმასთან დაკავშირებულ სხვა დეფექტებზე, შეუსაბამობაზე ლოიალობის პლატფორმასა და კლიენტის ფაილებს ან კლიენტის მიერ გამოყენებულ ინტერნეტში სანავიგაციო პროგრამას (Browser) ან საიტზე შესასვლელ სხვა პროგრამას შორის და სხვა პრობლემებზე, რომლებიც კლიენტს შეიძლება შეექმნას ბანკის მიერ არ ან ვერ კონტროლირებადი მიზეზებით. ბანკი პასუხს არ აგებს დანახარჯებზე, დანაკარგებზე, დაზიანებაზე (მათი ხასიათის მიუხედავად, იქნება ეს პირდაპირი, არაპირდაპირი, განსაკუთრებული, დამახასიათებელი, გამომდინარე თუ სადამსჯელო ან საჯარიმო დანაკარგებზე, მათ შორის და არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგებზე და განაცდურზე) ან გაცდენილ ხელსაყრელ შემთხვევაზე, თუ ეს ნებისმიერი ფორმით გამომდინარეობს ლოიალობის პლატფორმაზე შესვლის, მისით სარგებლობის ან ვერსარგებლობის შედეგად.
7.7. ბანკი გათავისუფლებულია პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევებში, როდესაც ზიანი გამოწვეულია:
7.7.1. კლიენტის მიერ ავტორიზაციის საშუალებების, პაროლების, კოდების ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირთან გაზიარებით, დაუდევრობით ან უსაფრთხოების წესების დარღვევით;
7.7.2. კლიენტის განზრახი ან დაუდევარი ქმედებით, მათ შორის თაღლითურ სქემებში მონაწილეობით;
7.7.3. ფორსმაჟორული გარემოებებით ან ისეთი მოვლენებით, რომლებიც ბანკის კონტროლს მიღმაა, მათ შორის ტექნიკური ხარვეზებით გლობალურ ქსელებსა და სატელეკომუნიკაციო სივრცეში;
7.7.4. გადახდების ოპერატორების, კორესპონდენტ ბანკების, საგადამხდელო სისტემებისა და სხვა მესამე პირების პლატფორმების გაუმართაობით;
7.7.5. კლიენტის მიერ არასწორი, არასრული ან შეცდომით მითითებული მონაცემების საფუძველზე განხორციელებული ოპერაციით.
8. დასკვნითი დებულებები
8.1. ბანკის წინასწარი შეტყობინების გარეშე კლიენტი უპირობოდ აცხადებს თანხმობას, რომ ბანკს ნებისმიერ დროს შეუძლია დაუთმოს, გაყიდოს ან გადასცეს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული უფლებები, მოვალეობები და სარგებელი სხვა მესამე პირს.
8.2. იმ შემთხვევაში თუ ბანკი გამოიყენებს 8.1. პუნქტში მითითებულ უფლებას ან დააპირებს ამ უფლების გამოყენებას, კლიენტი თანხმობას აძლევს ბანკს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გადასცეს კლიენტის ან/და კლიენტის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია სხვა მესამე პირს ან მასთან დაკავშირებულ პირს. აღნიშნული არ მოახდენს ზეგავლენას კლიენტის კანონისმიერ უფლებებზე.
8.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების იურიდიულ ძალაზე.
8.4. წინამდებარე პირობებში აღნიშნული სათაურები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ აქვს ზეგავლენა პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
8.5. ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს კლიენტს ბანკის საინფორმაციო საშუალებების (ვებ-გვერდის, ელექტრონული ფოსტის და ა.შ) მეშვეობით.
8.6. კლიენტის მიერ ბანკიდან ელექტრონული სახით მიღებულ ნებისმიერ შეტყობინებას აქვს წერილობითი ფორმით მიღებული შეტყობინების ძალა.
8.7. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ შეტყობინებების მიუღებლობაზე, თუკი იგი გაგზავნილი იქნა იმ მისამართზე ან იმ საკონტაქტო მონაცემების საფუძველზე, რომელიც კლიენტის მიერ წინასწარ არის მითითებული.
8.8. კლიენტი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მას ბანკის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია და ასევე წარმოადგინოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებიც მოთხოვნილი იქნება ბანკის მიერ ან განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
8.9. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომი ქეშბექის გააქტიურებით/სარგებლობით, კლიენტი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე პირობებს და ლოიალობის პროგრამით სარგებლობის სხვა წესებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8.10. ის საკითხები, რომლებიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე პირობებით, წესრიგდება ფიზიკური პირის მომსახურების პირობების შესაბამისად.
8.11. კლიენტი თანახმაა და აცნობიერებს, რომ ყველა სახის ინტელექტუალური საკუთრების უფლება ვებ-გვერდთან და ბანკის მიერ შექმნილ ლოიალობის პლატფორმის კომპონენტებთან დაკავშირებით, მათ შორის და არამარტო ბანკის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ტექნოლოგიასთან ან ინსტუმენტებთან დაკავშირებით ეკუთვნის ბანკს. კლიენტმა არ უნდა მოახდინოს ბანკის ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ან მათი რაიმე ნაწილის გადაცემა, რეპროდუცირება, ჩამოტვირთვა, გადათარგმნა, დაშლა, ჩვენება, მოდიფიცირება, დროებით სარგებლობაში გადაცემა ან/და ხელყოფა. კლიენტმა არ უნდა გამოიყენოს ბანკის ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, როგორც კომპონენტი ან საფუძველი პორტალზე განთავსებული პროდუქტებისთვის.
8.12. პირობები შედგენილია ქართულ ენაზე.