სილამაზე ფერებშია!
10% ქეშბექი
წარმატებული კომპანიის ისტორია ყოველთვის იწყება კრეატიული პიროვნებების გაბედული იდეებით, სწორედ ასე დაიწყო „ჯეი ეფ ჯორჯია“-ს ისტორიაც. კომაპნია ,,ჯეი ეფ ჯორჯია” დაარსდა 2015 წელს. პირველი ბრენდი რომლის წარმომადგენელიც იგი გახდა იყო Jungle Fever-ი, იტალიური თმის მოვლის საშუალებების პროფესიონალური ხაზის ბრენდი. მოგვიანებით კომპანია ისეთი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენელიც გახდა როგორებიც არის Philip Martins, Eckoz, Luxury, Tocco Magico, Lara Shine, Gentlemen Kosimetik, Viba, Kiepe, She, Naben, Labor, More For You, Strutmenti Della Belleza, NFF, Ventuno 21, Croc, Gama, J-sense.
კომპანია ფლობს ორ მიმართულებას: საცალო გაყიდვების ხაზს და სადისტრიბუციო მომსახურებას, ასევე მის მფლობელობაში შედის ბრენდის წარმომადგენლობითი სალონები და სასწავლო აკადემია.
საცალო მომსახურების მიღება ამ ეტაპზე შესაძლებელია: თბილისი მოლი – 16 კმ აღმაშენებლის გამზირი; სითი მოლი – პ. ქავთარაძის 1; JF Beauty Studio – ნუცუბიძის 14ბ; ასევე ონლაინ არხებზე და პარტნიორ სალონებში.
სადისტრიბუციო მიმართულებით კომპანია ემსახურება 6000-მდე ობიექტს საქართველოს მასშტაბით შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი, ქუთაისი, სამეგრელო, აჭარა, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, გურია.
კომპანია ატარებს ყოველკვირეულ სემინარებს იმ პროდუქტების გამოყენებით, რომელიც კომპანიის ქუდის ქვეშ არის გაერთიანებული, რათა სტილისტებს გაუზიაროს როგორც თეორიული ინფორმაცია, ასევე პრაქტიკული გამოცდილება.
ყოველწლიურად ,,ჯეი ეფ ჯორჯია'' მასპინძლობს იტალიელ ამბასადორებს და აწყობს გრანდიოზულ სემინარს, სადაც სტუმრები ეცნობიან შემდეგი წლის ტენდენციებს. კომპანია ასევე უზრუნვლეყოფს საქართველოში მოღვაწე სტილისტების დასწრებას იტალიის საერთაშორისო სემინარზე.
კომპანია აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა აქტივობებში. ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობს ქვეყნის ყველა მეგაპროექტთან, ასევე აღსანიშნავია ისიც რომ კომპანია MBFW-ის (Mercedes Benz Fashion Week) ოფიციალური წარმომადგენელია თმის მოვლის მიმართულებით. რა თქმა უნდა არც სოციალურ პასუხისმგებლობას გაურბის, კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი სტილისტები წლის განმავლობაში მოხუცთა თავშესაფარს სტუმრობენ და მათ განწყობასა და ვიზუალზე ზრუნავენ. ასევე კომპანია თავის მხრივ თმის მოვლის საშუალებებით ამარაგებს ზემოთხსენებულ დაწესებულებებს.
საერთაშორისო ასპარეზზე 2017 წელს NG Group-ის მიერ, იტალიაში, ქალაქ მილანში ჩატარებულ უდიდეს ღონისძიებაზე, სადაც მსოფლიოს 130 დისტრიბუტორი ქვეყნა იყო წარმოდგენილი, ,,ჯეი ეფ ჯორჯია” დასახელდა ნომერ პირველ დისტრიბუტორად.
მისამართი:
ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. #147
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #37
ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. #1 (სითი მოლი)
ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16-ე კმ. (თბილისი მოლი)
ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. #14ბ
ქ. ახალციხე, ზ. დიდიმამიშვილის ქ. #22