კომფორტი, პროფესიონალიზმი და მაღალი კლასის მომსახურება!
5% ქეშბექი
ყოველდღე 09:00-21:00
+995 32 236 57 57 +995 577 50 70 96
ეს არის სრულიად განახლებული და თანამედროვედ აღჭურვილი ცენტრი, რომელშიც გაერთიანებულია Germaine de Capuccini - ს დღის სპა, სოლარიუმ კლუბი და სილამაზის სალონი.
მომსახურების სრული სპექტრი, თითოეული სტუმრისთვის შექმნილი მშვიდი, სასიამოვნო გარემო, კომფორტი, ხარისხიანი მომსახურება და დროის დაზოგვა - ეს ის ძირითადი კომპონენტებია, რომლითაც გამოირჩევა Natali Wellness Lab. აქ მუდამ ახსოვთ, რომ სალონის თითოეული სტუმარი განსაკუთრებულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
Natali Wellness Lab - ს გარდა ცენტრალური დარბაზისა, VIP ოთახები აქვს, სადაც სალონის სტუმარს შესაძლებლობა ეძლევა რამდენიმე მომსახურება ერთად მიიღოს.
Natali -ს დღის სპა, ექსკლუზიური სპა ცენტრი germaine de capuccini -სგან გთავაზობთ სახისა და ტანის პროცედურებს, ისევე როგორც სარელაქსაციო ასევე ანტი-ეიჯ, მოდელირების პროგრამებს და სპეციალურად თქვენთვის შედგენილ პაკეტებს.
სპა ცენტრი მოიცავს ჰიდრომასაჯს, მშრალ და სველ საუნას germaine de capuccini -ს პროცედურებთან ერთად როგორიცაა: 50 სახეობის თერაპიული და აღმდგენი ტანისა და სახის პროცედურები.
მრავალფეროვანი მოდელირების პროცედურები გარანტირებული შედეგით. რიტუალური მასაჟი, ტანის პილინგი, შეფუთვა, დამატენიანებელი პროცედურები.
მისამართი:
ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #67