ავერსი • AVERSI

ავერსი • AVERSI

ჯანმრთელობა და სილამაზე

მაღალი ხარისხი, დაბალი ფასები! ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.

5%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 24 საათი

ტელეფონი

+995 32 290 08 00

ვებ-გვერდი

https://www.aversi.ge

კომპანიის შესახებ

კომპანია ,,ავერსი” 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. მისი ისტორია 70 დოლარიანი კაპიტალით და ქ. თბილისში ალ. ყაზბეგის გამზირზე, ერთი აფთიაქით დაიწყო, სადაც თავდაპირველად სულ 22 დასახელების მედიკამენტი იყიდებოდა. პირველი ბიზნეს ნაბიჯი მედიკამენტების შემოტანა გახლდათ, თუმცა მომდევნო წლებში კომპანია კიდევ მრავალი მიმართულებით განვითარდა.

დაარსების დღიდან ,,ავერსი’’ სტაბილურობისა და ხარისხის გარანტად იქცა და დღეს ყოველი ადამიანისთვის იმედის, სიკეთისა და სიმშვიდის სიმბოლოა. 

დღეს ,,ავერსის” სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 335  ფილიალს აერთიანებს. თბილისში 146, ხოლო რაიონებში 189 ,,ავერსის" აფთიაქია წარმოდგენილი. 

კომპანიამ დაარსებისთანავე მკვეთრად ჩამოაყალიბა განვითარების სტრატეგია. პირველ რიგში, მიზნად დაისახა, რომ ხარისხიანი მედიკამენტი საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო და რომ თითოეულ აფთიაქში მათ კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურება მიეღოთ. ამ მიზნისკენ სვლა ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო: დაგეგმილი და გააზრებული მენეჯმენტის შედეგად ფირმამ რეალობად აქცია დევიზი: - ,,მაღალი ხარისხი და დაბალი ფასები". იმის გამო, რომ ,,ავერსმა” დაარსებისთანავე დაიწყო საქართველოში მედიკამენტების პირდაპირი კონტაქტებით შემოტანა, მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან მეგობრულ-პარტნიორული ურთიერთობები ჩამოუყალიბდა. ამიტომ ,,ავერსს" შესაძლებლობა აქვს, ჩვენს მოსახლეობას მედიკამენტები ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზოს და შესაბამისად, ხარისხიც მაქსიმალურად გარანტირებული იყოს. ამასთან, სააფთიაქო ქსელი მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, სიურპრიზებს, აქციებს და ფასდაკლებებს, რაც პროდუქციის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის. მაღალი დონის მომსახურება კი ,,ავერსის” სავიზიტო ბარათად იქცა. 

კომპანია ზრუნავს ფარმაცევტების მუდმივ პროფესიულ ზრდაზეც. ყოველკვირეული სემინარებისა და ტესტირებების დამსახურებით ფარმაცევტები კვალიფიკაციას უწყვეტად იმაღლებენ და თითოეულ ჩვენს მომხმარებელს კომპეტენტურ ინფორმაციას აწვდიან ფარმაცევტული პროდუქციის შესახებ. 

,,ავერსის” აფთიაქები თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად არის მოწყობილი. სათანადო ტემპერატურული რეჟიმი და სისუფთავე მედიკამენტების საიმედოდ შენახვასა და დაცვას უზრუნველყოფს. 

ქსელის ნებისმიერ ფილიალს იოლად ამოიცნობთ ორიგინალური ლოგოს, თანამედროვე ექსტერიერისა და ინტერიერის მიხედვით. აფთიაქები კიდევ უფრო კომფორტული რომ ყოფილიყო, კომპანიამ ორ წელიწადში ქსელის სრული მოდერნიზება მოახდინა - მოეწყო მოსახერხებელი შოუ-რუმები... მთავარ დარბაზში შექმნილი კუნძულები და სტენდები პროდუქციის უკეთ შერჩევის შესაძლებლობას გაძლევთ. თემატურად არის განლაგებული ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები, ჩვილის აქსესუარები, ქალისა და მამაკაცის კოსმეტიკა, თმის, კანის მოვლის საშუალებები. შეგიძლიათ ისარგებლოთ კონსულტანტების მომსახურებით.

ყოველი ეს უპირატესობა, კომპანიას ქართული ფარმაცევტული ბაზრის ლიდერად წარმოაჩენს.

 

მისამართი:

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #148 

 


 

მისამართები

BESbswy