Wishlist.ge • ვიშლისთი

Wishlist.ge • ვიშლისთი

ტექნიკა და აქსესუარები

Wishlist.ge - ლიდერი ევროპული და ამერიკული საბავშვო ბრენდების ყველაზე დიდი იმპორტიორი საქართველოში!

5%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 10:00-22:00

ტელეფონი

+995 322 05 13 31

ვებ-გვერდი

https://wishlist.ge

კომპანიის შესახებ

,,ვიშლისთი'' არის ორგანიზაცია, რომელშიც ორი მიმართულება გამოიყოფა – ერთი არის ონლაინ მაღაზია, რომელზეც თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოში ყველაზე დიდია, რადგანაც აქ მომხმარებელს 50 000-მდე განსხვავებულ პროდუქტს ვთავაზობთ. ,,ვიშლისთს'' აფასებენ, როგორც ქართულ ამაზონს. მომხმარებელს ვთავაზობთ, ნებისმიერი ნივთი შეიძინოს სახლიდან გაუსვლელად. მეორე მიმართულებას რაც შეეხება – ვართ საბავშვო პროდუქციის ყველაზე დიდი იმპორტიორები ევროპიდან. 

დედა და ზოგადად მშობელი არის კატეგორია, რომელსაც არასდროს საკმარისი დრო არ აქვს სასურველი ნივთების ასარჩევად და შესაძენად, ამიტომ ,,ვიშლისთი'' გაძლევთ შესაძლებლობას, რომ სახლიდან გაუსვლელად აირჩიოთ ნებისმიერი ნივთი.

დღეს ,,ვიშლისთი'' მაქსიმალურ კომფორტს უქმნის მომხმარებელს ონლაინ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც უმაღლესი დონის პროფესიონალურ კონსულტაციასა და ადგილზე უფასო მიწოდებაში გამოიხატება, თუმცა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ მომავალი დედისთვის უფრო კომფორტულია, მივიდეს, ადგილზე ნახოს, შეეხოს და უკეთ აღიქვას პროდუქტი, შემდეგ კი იყიდოს, მათთვის ესეც დამატებითი კომფორტი აღმოჩნდა – ასე ვთქვათ, მოკლე სიას აკეთებენ ონლაინ და შემდეგ ადგილზე აკეთებენ საბოლოო არჩევანს.

„ვიშლისთის'' უზარმაზარ შოურუმში ხელმისაწვდომია ბავშვთა სამყაროს კატეგორიაში არსებული ყველა ნივთი, ასევე ბავშვების გართობის, განვითარებისა და დასვენებისთვის საჭირო უამრავი საშუალება. რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ევროსტანდარტების შესაბამისად სერტიფიცირებული და ოფიციალური მწარმოებლის გარანტიით იქნება. არავინ შეგიყვანთ შეცდომაში და უსერტიფიკატო პროდუქციას, ევროპულ სერტიფიცირებულ ბრენდად არ გაასაღებენ, თქვენ მიიღებთ ცნობილი კომპანიების მიერ ევროპაში დატრენინგებული კადრების უმაღლესი დონის პროფესიონალურ კონსულტაციას.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საბავშვო ასორტიმენტში თუკი ორი კონკრეტული ბრენდის ექსკლუზიური იმპორტიორობით დავიწყეთ, დღეს მომხმარებელს 30-მდე ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ. 

 

მისამართი:

ქ. თბილისი, პ. ქავთარაძის ქ. #1 (სითი მოლი)

ქ. თბილისი, ნეკერჩხლის ქ. #2

ქ. თბილისი, ფარნავაზ მეფის ქ. #1 (გუდვილი)

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-16-ე კმ. (თბილისი მოლი)

ქ. თბილისი, ო. ხიზანიშვილის ქ. #27 (გლდანი მოლი)

ქ. რუსთავი, მეგობრობის გამზ. #1ა (რუსთავი მოლი)

ქ. ქუთაისი, თამარ მეფის გამზ. #14

ქ. ბათუმი, ბაგრატიონის ქ. #196ა

ქ. ბათუმი, ი. ჭავჭავაძის ქ. #8

 

 


 

მისამართები