სტომატოლოგიური ცენტრი GOLDEN DENT დაარსდა 2002 წელს. მისი დამფუძნებელი, მერაბ ლეონიძე გახლავთ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სტომატოლოგი, რომელსაც აქვს 19 წლიანი სამუშაო გამოცდილება. „გოლდენ დენტი“ მან ჩამოაყალიბა გამოცდილი, პროფესიონალი ექიმებით დაკომპლექტებული გუნდით, რომელიც მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას მსოფლიოს წამყვან სტომატოლოგიურ ცენტრებში.
GOLDEN DENT-ის მუშაობის მეთოდები და ტექნოლოგიები სრულად შეესაბამება ევროპული ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით. აქ დაცულია სტერილიზაციის ყველა მოთხოვნა საერთაშორისო ხარისხის მიხედვით.
GOLDEN DENT გთავაზობთ ყველა სახის სტომატოლოგიურ მომსახურებას:
. პირის ღრუს კომპლექსური რეაბილიტაცია
. ესთეტიური სტომატოლოგია
. პროფესიონალური ჰიგიენა
. თერაპიული მკურნალობა
. ქირურგიული მკურნალობა
. ორთოპედიული მკურნალობა
. იმპლანტაცია
. ორთოდონტია
. ბავშვთა სტომატოლოგია
. ღრძილების ეფექტური მკურნალობა
მისამართი:
ქ. ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის ქ. #40