PSP • პსპ

PSP • პსპ

ჯანმრთელობა და სილამაზე

ჩემი ოჯახის აფთიაქი! ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.

5%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 24 საათი

ტელეფონი

+995 32 240 20 20 +995 32 218 51 11

ვებ-გვერდი

http://www.psp.ge

კომპანიის შესახებ

„პსპ ჯგუფის“ სლოგანი „ნაბიჯ-ნაბიჯ მწვერვალისკენ“ კომპანიის დევიზიცაა.

1994 წლიდან რამდენიმე თანამშრომლით დაწყებული ბიზნესი დღეს 5 ათასზე მეტ თანამშრომლეს ითვლის. 
1994 წელს გმირთა მოედანზე 70კვ.მ. სარდაფი იმედის პატარა კუნძული იყო, მათთვის ვისაც წამალი სჭირდებოდა. ომისშემდგომ დამოუკიდებელ საქარტელოში ელემენტარული წამალიც კი დეფიციტი იყო. ძალიან მალე 1995 წლის მაისიდან პსპ უკვე ბუკიას ბაღთან გადავიდა. აქ უკვე მთელი საქართელოდან ჩამოდიოდა მოსახლეობა მედიკამენტებისთვის. 

პირველი ნაბიჯები სწორედ იმ მედიკამენტების შემოტანას უკავშირდება, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა და ექიმები კარგად იცნობდნენ და საჭიროებდნენ; თუმცა მალევე PSP საქართველოში მედიცინის ახალი მიღწევების შემომტანი გახდა; სამედიცინო საზოგადოებას, რომელსაც მაშინ ხელი არ მიუწვდებოდა მედიცინის მსოფლიო სიხალეებზე, PSP ახალ მედიკამენტებს და კვლევებს აცნობდა, ხელს უწყობდა წამყვანი ექიმების საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრებას, ამიტომ საქართველოში ბევრად ადრე ვიდრე სახვა პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ახალი მედიკამენტების დანერგვა დაიწყო. ამ დროიდან მოყოლებული PSP საქართველოს მოსახლეობისთვის მედიკამენტების ხარისხის გარანტი გახდა.

ჯიხურების ეპოქაში, აფთიაქის პირველი სახე PSP-ს მიერ შეიქმნა. მეოცე საუკუნის დასასრულის საქართველოში აფთიაქის ინტერიერ-ექსტერიერის სტანდარტი სწორედ PSP-სგან იღებს სათავეს. საქართველოში პირველი სააფთიაქო ლოგო, სლოგანი - „ჩემი ოჯახის აფთიაქი“, სახასიათო ინტერიერ-ექსტერიერით ადვილად ცნობადი და მართლაც ოჯახის აფთიაქი გახდა.

დღეს პსპ-ს 225 აფთიაქი საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრსა და დედაქალაქის ყველა უბანშია. პსპ-ს ძირითადი ორიენტირი ყოველთვის მომხმარებელზე ზრუნვა და მის ინეტრესებზე ორიენტაცია იყო. 2017 წლიდან პსპ-ს ახალი ბრიტანული კონცეფციის აფთიაქები შესთავაზა საზოგადოებას. ახალი კონცეფციის „უფრო მეტი, ვიდრე აფთიაქი“  კონცეფციის მიხედვით სამი ნაწილისაგან შედგება და მომხმარებელს მედიკამენტების გარდა ბავშვთა მოვლისა და ევროპული კოსმეტიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. ცალკეა გამოყოფილი  აფთიაქის ზონა; ცალკე ზონაა „ყველაფერი ბავშვებისა და  ოჯახზე ზრუნვისათვის“; დიდი  ნაწილი ეთმობა სილამაზეზე ზრუნვას, რაც ფრანგული  და ევროპული ცნობილი ბრენდების პროდუქტების ძალიან ფართო ასორტიმენტის შეთავაზებას გულისხმობს.  

სწორედ რებრენდინგის პროექტით პსპ გახდა პირველი გამარჯვებული და პრიზის მფლობელი საერთაშორისო ბიზნეს დაჯილდოვებაზე „სტივი ევორდსი“. „სტივი ევორდსი“ მსოფლისო ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვანი ბიზნეს დაჯილდოვებაა. მისი ჟიურის წევრების მსოფლიოს 200 ქვეყნის კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები არიან. ჟიურის 3900 ნომინანტი კომპანიიდან მოუხდა საუკეთესოების არჩევა სხვადასხვა ნომინაციებში. PSP პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც  მსაგავსი მასშტაბის ბიზნეს დაჯილდოვების პრიზიორი გახდა, „სტივი ევორდსზე“   ნომინაციაში „საუკეთესო რებრენდინგი“ გაიმარჯვა. სხვადასხვა დროს „სტივი ევორდსის“ გამარჯვებულები არიან მსოფლიოს უდიდესი კომპანიები როგორიცაა ეფლი, ფორდი, გუგლი, პროქტერ გემბლი, სამსუნგი და ა.შ.

2000 წელს თებერვალში პსპ-ს ფარმაცვეტულმა საწარმომ „ჯიემპი“-მ პირველი მედიკამენტი გამოუშვა. „ჯიემპი“ დღესაც ერთადერთი ფარმაცევტული წარამოებაა ამიერკავკასიაში, რომელიც მედიკამენტების წარმოების სრულ პროცესს მსოფლიოში აღიარებული ფარმაცევტული სტანდარტის GMP-ს მიხედვით ახორციელებს. ამ სტანდარტით საქმიანობა მედიკამენტების გარანტირებული ხარისხის აუცილებელი პირობაა. 

GM Pharmaceuticals საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა. ჩვენი პროდუქცია  საქართველოში და ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იწარმოება. ქართულ ბაზარზე 19 წლიანი გამოცდილება და წარმოების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტები საშუალებას გვაძლევს სრული საწარმოო ციკლის დაცვით შევქმნათ 200-ზე მეტი დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი მედიცინის თითქმის ყველა სფეროსთვის. ჩვენი პროდუქცია  ევროპის ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობთ იწარმოება, როგორებიცაა: La Roche  და Lallemand Pharma შვეიცარიაში, Welt Pharma გერმანიაში, Reig Jofre  და Kern Pharma ესპანეთში და სხვა. საერთაშორისო პარტნიორებს შორის ასევე არიან ისეთი კომპანიები, როგორებიცაა: UAS Laboratories ამერიკის შეერთებულ შტატებში, REFARMED შვეიცარიაში, BIOBERICA S.A ესპანეთში და სხვა.

ვახორციელებთ 100-ზე მეტი დასახელების მედიკამენტის ექსპორტს მსოფლიოს 9 ქვეყანაში  - სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მოლდოვა, ბელორუსია, ყაზახეთი და უკრაინა. აღნიშნულ ქვეყნებში ლოკალურად ფუნქციონირებს ჩვენი წარმომადგენლობები, რომლებიც ხელს უწყობენ ჩვენი მედიკამენტების დანერგვას და ქართული ბრენდის პოპულარიზებას საქართველოს ფარგლებს გარეთ. ექსპორტი ქვეყანაში ვალუტის შემოდინების წყაროა და სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ ყოველწლიურად მზარდი ექსპორტის მოცულობით ჩვენ  ვაძლიერებთ საქართველოს ეკონომიკას. 

2010 წელს პსპ ჯგუფს „პსპ დაზღვევა“ შეემატაა,  რომელმაც ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევის სფეროში სერვისზე ორიენტირებული, კომფორტული და ოპერატიული სადაზღვევო კომპანიის სახელი მალევე დაიმკვიდრა; საინტერესო და ინოვაციური პროექტები განახორციელა ავტოდაზღვევის სფეროში და საქმიანობის სფეროს გაფართოებას 2019 წელს უფრო მასშტაბუტად გეგმავს. პსპ დაზღვევა“ სადაზღვევო  ბაზარზე გამოირჩევა, როგორც ნოვატორი და მუდმივად სიახლეებზე ორიენტირებული კომპანია.  ამ მიმართულებით, 2018 წელს გვქონდა ბევრი სიახლე, გაიშვა დაზღვევის პორტალი და შემდეგ წელს იგეგმება  ახალი ფუნქციების დამატება. ასევე შეიქმნა ახალი პროდუქტი „თრეველ+“ და ვმუშაობთ იმაზე, რომ ეს პროდუქტი მეტად ხელმისავწდომი გახდეს ყველა მოქალაქისთვის. 

2011 წლის აგვისტოში თბილისში, ორთაჭალაში ევროპული სტანდარის მრავალპროფილური 150 საწოლიანი კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსი“ გაიხსნა და ქართველ და უცხოელ მოქალაქეებს უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს. პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ ემსახურებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოეთიდან მოწვეული საუკეთესო სპეციალისტები. ჰოსპიტალსში 1300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის და გამოცდილების ექიმები, რომელთაც ევროპასა და ამერიკაში სწავლისა და მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ. კლინიკის ულტრათანამედროვე აღჭურვილობა და ექიმების მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს იმას, რომ „ნიუ ჰოსპიტლასში“ რეგიონში უნიკალური ოპერაციები ტარდება.  2019 წლიდან კლინიკა მნიშვნელოვნად ფართოვდება და მასში არსებული სამედიცინო მიმართულებებისა და სერვისების რაოდენობა იზრდება. კლინიკაში არსებული საწოლების რაოდენობა, გაიზარდა 250-მდე. კლინკაში არსებულ მრავალ მიმართულებასთან ერთად დამატებით  შესაძლებელი იქნება კიდევ ბევრი სამედიცინო მომსახურებების მიღება, მათ შორის პედიატრიაში: ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი პედიატრიული სერვისების სრული სპექტრით; მოზრდილთა და ბავშვთა ონკოჰემატოლოგიის განყოფილება და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი; მოზრდილთა და ბავშვების კარდიოქირურგიის ცენტრი. 

კომპანიის მისიაა: ჯანმრთელი საზოგადოება - ძლიერი ქვეყანა. 

თითოეული ნაბიჯის განხორციელებისას კომპანიის თითეული თანამშრომელი და მმართველი გუნდი იზიარებს პსპ-ს ძირეულ ფასეულობებს: „ჩვენ ყოველთვის სამართლიად ვიქცევით, ჩვენ პატიოსნად ვახორციელებთ ჩვენს საქმიანობას, ჩვენ ყოველთვის ვიცავთ ჩვენს სიტყვას და გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და ხალხი“. 

პსპ ერთ-ერთი პირველი კომპანია იყო, რომელიც 1998 წელს მსხვილ გადამხდელთა რიგებში გაწევრიანდა და მას შემდეგ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. მხოლოდ 2018 წელს კომპანიამ ქვეყნის ბიუჯეტში 41,5 მლნ ლარი შეიტანა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ჯამური საგადასახადო შემოსავლების 0.4%-ია. ამასთან, ეკონომიკის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანეს როლს ექსპორტის ყოველწლიურად მზარდი მოცულობა თამაშობს, 2018 წელს პსპ ჯგუფის მედიკამენების ექსპორტის მოცულობამ  17 მლნ დოლარი შეადგინა. 

პსპ-ში უდიდესი ყურადღბა ეთმობა ხარისხის უზრუნველყოფას. პსპ ჯგუფის 3 წევრი „ჯიემპი“, „ფარმა“ და სააფთიაქო ქსელი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO –სერტიფიკატის მფლობელებია; ქუთაისში წელს გახსნილი PSP-ს საერთაშორისო სტანდარტის სადისტრიბუციო ბაზა, უკვე ემზადება ISO-ს სერტიფიცირებისთვის. ამასთან, ათეულობით წლების მანძილზე პსპ ლიდერობას არავის უთმობს, ქართული ბიზნეს დაჯილდოვებების : ქართული ბრენდი, ოქროს ბრენდი და ბიზნეს რეიტინგის მრავალგზის პრიზიორია...

 

მისამართი:

ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. #148/3

 

 

მისამართები