ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
5% ქეშბექი
,,მინისოს'' დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 8,500-ზე მეტი დასახელების, ფერად-ფერად ნივთს იტევს. ,,მინისო''-ში ყველაფერს ნახავ - საყოფაცხოვრებო, სამოგზაურო, თუ ციფრულ აქსესუარებს, სპორტისა და ფიტნესის ატრიბუტებს, თავის მოვლის საშუალებებს, სათამაშოების სერიებს, სეზონურ პროდუქტებსა და საჩუქრებს ყველა ასაკისა, თუ გემოვნების ადამიანისთვის.
,,მინისო'' სხვა ბრენდებთანაც მეგობრობს და ამ ეტაპზე, მომხმარებლებს Marvel-თან, Pink Panther-თან,Cartoon Network-თან, Intercos-თან და Pantone-სთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექციებით ანებივრებს. გარდა ამისა, ,,მინისოს'' დახლებზე Apple-ის მიერ სერტიფიცირებული ციფრული აქსესუარებია წარმოდგენილი.
Global Miniso საერთაშორისო ჯილდოების - Red Dot Award, iF Award და License Awardმფლობელია. Miniso Georgia-ს კი, შვეიცარიის საერთაშორისო სარეიტინგო ასოციაციის საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.
,,მინისოს'' ნებისმიერი ნივთი ხარისხის მინიმუმ ერთთვიან კონტროლს გადის, რაშიც 300-მდე სპეციალისტისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს და პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფუძვლიანი ეტაპის გავლის შემდეგ ხვდება.