L'OCCITANE პრემიუმ კლასის ფრანგული კოსმეტიკური ბრენდია, რომელიც აწარმოებს ბუნებრივი შემადგენლობის სუნამოებს, სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებს.
ფრანგული ბრენდი ახალი წლისთვის ყოველთვის გამორჩეულად ემზადება: ქმნის ლიმიტირებულ კოლექციას განსხვავებული სურნელებითა და განსაკუთრებული შეფუთვებით, გვთავაზობს სიურპრიზებით სავსე, დახვეწილ საშობაო კალენდრებსა და მრავალფეროვან სასაჩუქრე ნაკრებებს, რომელიც ნებისმიერ ადამიანს გაახარებს.
L'OCCITANE-ის ბრენდის ისტორია 1976 წლიდან დაიწყო, პირველი მაღაზიის კარი კი 1981 წელს პროვანსში გაიღო. დღესდღეობით L'OCCITANE მსოფლიოს 93 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ბუტიკითაა წარმოდგენილი. თითოეული მათგანი დახვეწილი გარემოთი, სურნელოვანი პარფიუმით, კოსმეტიკითა და ყვითელი სასაჩუქრე ბოქსებით გამოირჩევა.
L'OCCITANE-ის პროდუქციის ასორტიმენტი ძალიან მრავალფეროვანია, ის წარმოდგენილია 1000-ზე მეტი დასახელების პროდუქციით: როგორც სახის, სხეულისა და თმის მოვლის საშუალებებით, ასევე 300-ზე მეტი ფრანგული სუნამოთი.
L'OCCITANE-ის ასორტიმენტში აღმოაჩენთ თავის მოვლის პროდუქციას მსოფლიო ბესტსელერი ხაზებიდან, მათ შორისაა: ღვთაებრივი უკვდავა, პროვანსული ნუში, ორგანული შია და სხვა. ლოქსიტანი ცნობილი და აღიარებულია მისი საკულტო, ICON შიის ხელის კრემით, რომელიც მთელ მსოფლიოში ყოველ 3 წამში 1 ცალი იყიდება. ფრანგული ბრენდის საკულტო პროდუქციის ჩამონათვალშია: პროვანსული ნუშის შხაპის ზეთი, ღვთაებრივი უკვდავას სახის აღმდგენი ზეთოვანი შრატი და სხვა.
L'OCCITANE-ის 100%-მდე ნატურალური შემადგენლობის პროდუქცია ყველა ქვეყანაში პირდაპირ პროვანსიდან იგზავნება. 40 წელზე მეტია, ბრენდის ხარისხი უცვლელია. ყოველწლიურად, 200-ზე მეტი კლინიკური კვლევა ტარდება, რათა გაყიდვაში ჩაშვებამდე, გაკონტროლდეს პროდუქციის ხარისხი. პროდუქციას მინიჭებული აქვს ორგანული ნიშანი და ეკო სერტიფიკატი. არ შეიცავს პარაბენებს, ცხოველურ ცხიმებს, სილიკონს, კონსერვანტებს და სხვა რაიმე ისეთ დანამატს, რაც ეწინააღმდეგება ბრენდის სტანდარტებს.
მისამართები და სამუშაო საათები:
ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #40 - 10:00 - 21:00
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. #70 (სითი მოლი) - 10:00 - 22:00
ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზ. #2/4 (გალერია თბილისი) - 10:00 - 22:00