შენი სახლის კომფორტი! ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
5% ქეშბექი
ყოველდღე 10:00-18:00
+995 32 2 47 75 55 +995 32 2 15 21 52
გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის, წყალმომარაგების კომპანია „მაქს კომფორტმა“, საქართველოს საცალო და საბუთუმო ბაზარზე ოპერირება 2006 წლიდან დაიწყო. პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, შესრულებული სამუშაოს მაღალი ხარისხი, ის ძირითადი პრინციპებია, რომლითაც კომპანია დაარსების დღიდან ხელმძღვანელობს და რამაც მოკლე დროში უზრუნველყო ამ სფეროში წამყვანი კომპანიის სახელის დამკვიდრება.
კომპანია „მაქს კომფორტი“, როგორც ინდივიდუალურ, ასევე კორპორატიულ მომხმარებელს ინოვაციური პროდუქციისა და მაღალი ხარისხის სერვისის გარდა, კონსულტაციას, პროექტირებას, ინსტალაციას, შეუფერხებელ საგარანტიო და საგარანტიო ვადის შემდგომ მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის სტაბილურობისა და ზრდის საფუძველია პროდუქციის ფართო სპექტრი და ასორტიმენტი.
კომპანია მუდმივად აფართოებს ასორტომენტს და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობას ამყარებს მწარმოებლებთან, რომელთა პროდუქცია სრულიად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს.
კომპანიის წარმატების გასაღები, მომწოდებლებთან და მომხმარებლებთან მჭიდრო და გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარება, ინდივიდუალური მიდგომა, მომხმარებლის საჭიროების ზუსტი დადგენა და მათ კეთილდღეობაზე ზრუნვაა.
მისამართი:
ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #116 (დიდუბე პლაზა)