ფრანგული მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი ბრენდი! ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
6% ქეშბექი
ყოველდღე 24 საათი
+995 571 41 11 14
ბრენდის ისტორია 1959 წელს საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონის შუაგულში, ლა გასიში დაიწყო. უკვე 60 წელზე მეტია რაც მცენარეული კოსმეტიკისა და პარფიუმერიის ფუძემდებელი ბრენდი - „ივ როშე“ არსებობს მსოფლიო ბაზარზე და დაარსების დღიდან ზრუნავს როგორც ქალბატონების სილამაზეზე, ასევე ეკოლოგიაზე და ბიომრავალფეროვნებაზე.
დღეისათვის ,,ივ როშე'' 90-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და გვთავაზობს 600-ზე მეტი დასახელების სილამაზის პროდუქტს. საქართველოში ბრენდი უკვე 25 წელზე მეტია, რაც არსებობს და 14 მაღაზიას აერთიანებს თბილისში, რუსთავსა და ბათუმში.
მაღაზიებში წარმოდგენილია კოსმეტიკური საშუალებების მთელი სპექტრი: სახისა და სხეულის მოვლა, თმის მოვლა, პარფიუმერია და მაკიაჟი, ნებისმიერი გემოვნებისთვის. პროდუქციის ფორმულები ვეგანური, 95%-დან 99%-მდე ნატურალური შემადგენლობის და ულტრასენსორულია, რაც უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გარანტია. არ შეიცავს მინარალურ ზეთებს, პარაბენებს, სილიკონებს. შეფუთვების 100% შემუშავებულია ეკო-კონცეფციის მიხედვით და გახლავთ გადამუშავებული და გადამუშავებადი მასალისგან. შუშის ქილები მრავალჯერადი გადამუშავების გახლავთ, ამით 30%-ით შემცირდა მავნე აირების გამოყოფა, რომელიც სათბურის ეფექტს იძლევა. ბრენდის შესაფუთი მუყაო და ქაღალდი მზადდება დაქვემდებარებული განახლებადი ტყეებიდან.
ბრენდი ,,ივ როშე'', ეს არის მცენარეულ ექსპერტიზაზე დაყრდნობით შექმნილი ეფექტური მცენარეული კოსმეტიკა, რომელიც ზრუნავს თქვენს სილამაზეზე და ბუნებაზე.