სათამაშოების მაღაზიათა ქსელი!
10% ქეშბექი
ყოველდღე 10:00-21:00
+995 577 67 48 18
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი პეპელა 2006 წელს დაარსდა და უკვე 13 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს. ამჟამად, ˮპეპელაˮ სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპული, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს, რომელიც გათვლილია ყველა ასაკის ბავშვისთვის.
დღეს, ˮპეპელაˮ -ს სათამაშოების მაღაზიათა ქსელი 14 საფირმო მაღაზიას აერთიანებს, რომელთაგან 8 თბილისში, ორი ბათუმში, ასევე გორში და ქუთაისშიც მდებარეობს. ფილიალების გაფართოებასთან ერთად, იზრდება დასაქმებულთა რიცხვიც.
საცალო გაყიდვების გარდა, ˮპეპელაˮ სათამაშოების მთავარი დისტრიბუტორია საქართველოს ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებში. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია ქართულ ბაზარზე, მათ შორის: Barbie, Hot wheels, Clementoni, Polosie, Dream Makers, 4M, Bruder, Papo და ა.შ.
„პეპელა“-ში გაყიდული სათამაშოების 100% აკმაყოფილებს ევროპული ხარისხის სტანდარტებს. მათ შორის EN71-ს, რაც სათამაშოების ხარისხის უმკაცრეს შემოწმებას გულისხმობს. სათამაშოების უმრავლესობა იმპორტირებულია ევროკავშირიდან, სადაც თითოეული მათი უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხი მკაცრად კონტროლდება. ზემოთაღნიშნული ფაქტი ბავშვების უსაფრთხო მომავლის საუკეთესო გარანტიაა მსოფლიოში.