ხანგრძლივი ცხოვრების არჩევანი!
5% ქეშბექი
ყოველდღე 09:30-18:30
+995 32 204 04 15
,,აქვაშენი'' გთავაზობთ ევროპული წარმოების წყლის ფილტრაციის სრულ ასორტიმენტს, როგორც ერთ წერტილზე ასევე მთლიანის სახლისა და წარმოებისათვის.
კომპანია 2017 წელს დაფუძნდა. ლოდზის უნივერსიტეტში დამეგობრებული ორი კურსდამთავრებულის მიერ მათი იდეა იყო საქართველოში ხელმისაწვდომი ყოფილიყო სუფთა და უსაფრთხო სასმელი წყალი.
კომპანია ,,აქვაშენი'' თავდაპირველად ბაზარზე მოღვაწეობდა შპს „წყლის ფილტრები“ -ს სახელით და მისი საქმიანობა იყო წყლის ფილტრების საბითუმო გაყიდვები. 2020 წლის ნოემბერში შეეცვალა სახელი და დღეს წარმოდგენილია, როგორც ,,აქვაშენი''. პირველი მაღაზია გაიხსნა ქუთაისში. აგრძელებს საბითუმო გაყიდვებს უფრო ფართო მასშტაბით და აგრეთვე დაემატა საცალო და კორპორატიული გაყიდვები, ასევე, მიმდინარე მომსახურეობა წყლის ფილტრების ექსპლუატაციისთვის.
კომპანიას მკაცრად აქვს განსაზღვრული მისი საქმიანობა და უნდა თავი დაიმკვიდროს მხოლოდ წყალ მომზადების სფეროში. დღესდღეობით კომპანიის ძლიერი მხარე არის საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული წყლის ფილტრაცია და მონტაჟი, ხოლო სამომავლო გეგმებში შედის მუნიციპალური სხვადასხვა წარმადობის წყალმომზადების სისტემების პროექტირება და მათი განხორციელება.
თავდაპირველად კომპანია ,,აქვაშენი'' მხოლოდ AQUAFILTER -ის ოფიციალური წარმომადგენელი იყო. მას დღესდღეობით კი შეუერთდა ისეთი ევროპული ბრენდები, როგორებიცაა: DWETS, NWFabriek, EUROTROL, DAFI, AMII FITAQUA და MWG – Italy.