SKINOVA • სკინოვა (თერჯოლა)

SKINOVA • სკინოვა (თერჯოლა)

ჯანმრთელობა და სილამაზე

SKINOVA - ხარისხი, რომელიც მნიშვნელოვანია!

5%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 10:00-19:00

ტელეფონი

+995 598 44 28 85

კომპანიის შესახებ

წარმოგიდგენთ გერმანული MED-LUX-ის ფირმის დიოდური ლაზერის აპარატს, ინოვაციას ლაზერული ეპილაციის სფეროში!

ეს გახლავთ უახლესი, 2022 წლის მოდელი, ყველაზე მაღალტექნოლოგიური და ულტრათანამედროვე, 3 სხივიანი - დიოდური ლაზერის აპარატი, აბსოლუტურად განსხვავებული სისტემა და დიზაინი, ბაზარზე არსებული ყველა სხვა ლაზერული ეპილაციის აპარატისაგან!

ჩვენი აპარატი აერთიანებს ფუნქციონალურ შესაძლებლობებს განუმეორებელ კომფორტთან - უახლესი თაობის ეკრანიანი, 3D ჰიბრიდული თავაკის გაზრდილი დაფარვის არეალის, სიმძლავრის და მოწინავე გამაგრილებელი სისტემის მეშვეობით, ის მოქმედებს გაცილებით სწრაფად, უსაფრთხოდ, ეფექტურად და უმტკივნეულოდ! 

მთავარი ინოვაცია მდგომარეობს აშშ ,,კოჰერენტის” წარმოების ლაზერის ჰიბრიდული თავაკის სხივის სპექტრში: - ერთ მანიპულაციაში გაერთიანებულია 3 ოქროს სტანდარტად აღიარებული ლაზერული სხივის ტექნოლოგია: დიოდი (808ნმ), ალექსანდრიტი (755ნმ), ნეოდიუმი (1064ნმ). ჰიბრიდული ლაზერული სხივი აღწევს ღრმად კანქვეშ და შერჩევითად ზემოქმედებს თმის ყველა ანატომიურ წარმონაქმნზე.

აღჭურვილია უახლესი, რევოლუციური იტალიური გაგრილების სისტემით, რომელსაც მინიმუმამდე დაჰყავს დამწვრობის და გვერდითი ეფექტების რისკი. შედეგად პროცედურა არის მეტად ეფექტური, სწრაფი, უმტკივნეულო და უსაფრთხო. შედეგიანობის 80%-ის მიღება შესაძლებელია 4-5 სეანსში.

აპარატს მინიჭებული აქვს ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის #FDA #ISO #CE #TUV სერტიფიკატები.

MED-LUX-ის აპარატის ინტელექტუალური პროგრამირების საშუალებით, მინიმუმამდეა დაყვანილი შეცდომების დაშვების რისკი, რაც პაციენტებს და სპეციალისტებს სთავაზობს მაქსიმალურ დაცულობას და ხარისხს!

 

მისამართი:

თერჯოლა, შოთა რუსთაველის ქ. #105


 

მისამართები