Bread & Wine

Bread & Wine

კვება და გართობა

თბილი გარემო და უგემრიელესი ქართული კერძები!

10%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 11:00-02:00

ტელეფონი

+995 551 02 62 02

კომპანიის შესახებ

საქართველოს თითოეული კუთხე გამოირჩევა თავისი სახასიათო კერძებით, რაც ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებულს ხდის, ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ " Bread and Wine " კონცეფციას გაეერთიანებინა თითოეული რეგიონი ნაკლებად ცნობილი თუ პოპულარული კერძების წინა პლანზე წამოწევით, რითაც სტუმრის
გაოცებასაც მოვახერხებდით. მარტივად რომ ვთქვათ, რესტორანი სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გამორჩეულ კერძებს სთავაზობს.

ჩვენი მთავარი მიზანი რესტორნის კონცეფციის ჩამოყალიბებისას გამოკვეთილად განისაზღვრა: შეგვექმნა ისეთი გარემო, სადაც მოხვედრის შემთხვევაშიც სტუმარი
ძველ საქართველოში იმოგზაურებდა. სწორედ ამიტომ, რესტორნის მენიუში არსებული უგემრიელესი კერძები ძველი ტექნოლოგიით, ჩვენი წინაპრების რეცეპტებით შევქმენით.

სასმელების მენიუშიც ანალოგიურად, უცხოური სასმელების ნაცვლად მხოლოდ ნამდვილ, ქართულ, ავთენტურ ღვინოსა და ჭაჭას იპოვით.

რესტორნის ინტერიერს რაც შეეხება, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო დიზაინისთვის თავიდანვე სრულყოფილი სახე მიგვეცა. ძველი ქართული რეალობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ხესა და ბუნებრივ მასალებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რადგან წარსულში სახლების მოწყობისა და მოპირკეთებისათვის, ძირითად შემთხვევაში, სწორედ ამ მასალებს გამოიყენებდნენ. ასეთი გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, სულაც არ იყო მოულოდნელი, რადგან Bread and Wine კონცეფციიდან გამომდინარე, ინტერიერი ძველი ქართული სახლების ანალოგიური უნდა გაგვეხადა.

მაშასადამე, " Bread and Wine " კონცეფცია დავიწყებული კავკასიური ემოციების გამოღვიძებას ემსახურება, რაც ადგილობრივებისა და ჩამოსული სტუმრებისთვის თანაბრად დაუვიწყარია.

მისამართი:

ქ. თბილისი, მ. კოსტავას ქ. #3

მისამართები