გახდი პროფესიონალი სილამაზის სფეროში!
5% ქეშბექი
ყოველდღე 10:00-19:00
+995 32 214 20 20 +995 577 50 70 34
საზოგადოებრივი კოლეჯი ,,Natali Academy'' არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს პროფესიულ და სასერთიფიკატო საგანმანათლებლო პროგრამებს სილამაზისა და ესთეტიკის მიმართულებით.
აკადემიას საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 7 წლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წლამდე კოლეჯი არაფორმალური განათლების მიმართულებით მოღვაწეობდა , თუმცა ავტორიზაციის მიღების შემდეგ მიეცა უფლება განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. კურსის წარმატებულად გავლის შემდეგაც სტუდენტი მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ დიპლომს.
სასწავლო გეგმა მოიცავს საბაზო სწავლების კურსის პროგრამებს ფართო პროფილის პარიკმახერების მომზადებისათვის, სარეკლამო და შოუ ბიზნესის სტილისტები, ვიზაჟისტები, მანიკურის და პედიკურის სპეციალისტები, კოსმეტოლოგები და ესთეტები. ასევე ფუნქციონირებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ყველა ზემოთხსენებული სპეციალისტისათვის.
კოლეჯი გახლავთ ,,NATALI GROUP'' - ის წევრი, რომელიც სილამაზის და ესთეტიკის სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 21 წელიწადს ითვლის.
კოლეჯის სასწავლო ბაზა :
. კოლეჯი - სადაც მიმდინარეობს თეორიული მეცადინეობები;
. ,,Natali Academy'' - ის სალონი - სადაც მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობა და საწარმოო პრაქტიკა.
სტუდენტებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებისთვის, სწავლება მიმდინარეობს მუდმივად განახლებული მეთოდებით, ახალი ტენდენციების საფუძველზე, გამოცდილი და მაღალკვალიფიციური მასწავლებლების მიერ.
საზოგადოებრივი კოლეჯი ,,Natali Academy'' აქტიურად არის ჩართული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებში. განათლების ხარისხის განვითარების ცენტრთან ერთად კოლეჯმა შეიმუშავა ორი წიგნი : ვიზაჟისტის სახელმძღვანელო და საპარიკმახერო საქმე, რომელსაც აქტიურად იყენებს სწავლებისთვის.
მისამართი:
ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #71