Gia Khurtsidze Reflexotherapy Center

Gia Khurtsidze Reflexotherapy Center

ჯანმრთელობა და სილამაზე

გაუმკლავდით სხვადასხვა დაავადებებს ჩვენი ცენტრის ექიმების დახმარებით!

20%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

Monday-Saturday 10:00-17:00

ტელეფონი

+995 574 17 19 17

კომპანიის შესახებ

გია ხურციძის რეფლექსოთერაპიის ცენტრი - ეს არის ადგილი, სადაც გამოჯანმრთელება მიიღწევა პრეპარატების გამოყენების გარეშე. 
მეთოდის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმ დაავადებების მკურნალობა - რეაბილიტაციაში, სადაც მედიკამენტოზური მკურნალობა არაეფექტურია ან არასაკმარისად შედეგიანი.

რეფლექსოთერაპია არამედიკამენტოზური მკურნალობის ძალიან ეფექტური მეთოდია და წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედებას სპეციალური სამედიცინო ნემსების მეშვეობით.

ბიოლოგიურად აქტიური წერტილები განლაგებულია მერიდიანებზე, რომლებზეც გადის ენერგეტიკული ნაკადები. უწვრილესი ნემსების შეყვანის შემდეგ ნერვული სისტემის მონაკვეთები კავშირში შედის კონკრეტულ ორგანოებთან და ქსოვილებთან და აღადგენს მათ ჯანსაღ ფუქციონირებას. ნემსის სისქე არ აღემატება 0,3 მმ და შესაბამისად პაციენტი ჩხვლეტისას ტკივილს ვერ გრძნობს. თითოეული ადამიანისთვის გამოიყენება ინდივიდუალური ერთჯერადი სტერილური ნემსები. 

გია ხურციძის რეფლექსოთერაპიის ცენტრში გამოიყენება შემდეგი მკურნალობა - რეაბილიტაციის მეთოდები:

აკუპუნქტურა - ნემსჩხვლეტა სხეულზე არსებულ ბიოლოგირად აქტიურ წერტილებში. 

კრანიორეფლექსოთერაპია - ნემსჩხვლეტა თავზე არსებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში.

აურიკულოთერაპია - ნემსჩხვლეტა ყურის ნიჟარაზე არსებულ ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებში.
 
წერტილოვანი მასაჟი - სპეციალური მასაჟორით სხეულზე არსებული ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე ზემოქმედება.

ელექტრორეფლექსოთერაპია - სპეციალური ელექტრული მასაჟორის მეშვეობით ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე.

ლაზერორეფლექსოთერაპია - ლაზერით ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე.

გუა შა მასაჟი - ბუნებრივი ჟადეიტის ქვის გუა შა მასაჟი.

მაგნიტორეფლექსოთერაპია - სპეციალური მაგნიტებით ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე.

ვაკუუმრეფლექსოთერაპია - სპეციალური სამედიცინო კოტოშების მეშვეობით ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებსა და სხეულის სხვადასხვა უბანზე.
ელექტროაკუპუნქტურა - სპეციალური აპარატით ელექტრონული ნაკადის მეშვეობით ზემოქმედება ბიოლოგიურად აქტიურ წერტილებზე.
სრული ეფექტის მისაღწევად თითოეული ნოზოლოგიისთვის განსაზღვრულია პროცედურების ინდივიუალური რაოდენობა. 

რეფლექსოთერაპიის ცენტრში ტარდება შემდეგი დაავადებების მკურნალობა - რეაბილიტაცია:

პედიატრია: 
ღამის ენურეზი
ენის ბორძიკი (ლოგონევროზი)
სქოლიოზი
ცერებრული დამბლა

ნევროლოგია:
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები: ოსტექონდროზი, ართროზი, მიოზიტი, მყესების დაჭიმულობა, მალთაშორისი დისკოზი
თავის ტკივილი ( შაკიკი )
სამწვერა ნერვის, სახის ნერვის და ქალას სხვა ნერვების ნევრალგია
ნევროზი ( შფოთვითი დარღვევები, ისტერიული ნევროზი, სექსუალური ნევროზი, კლიმაქტერული ნევროზი )
დეპრესია

გინეკოლოგია: 
მენსტრუალური ციკლის დარღვევები: 
ამენორეა 
დისმენორეა
ოლიგოდისმენორეა
მეტრორაგია

ალერგოლოგია:
ბრონქული ასთმა
ალერგიული რინიტი
პოლინოზი

სარეაბილიტაციო მიმართულება:

ტკივილის სინდრომი ტრავმებისა და ოპერაციების შემდეგ
თავის ტვინის ტრავმის - შერყევის შემდგომი ნარჩენი მოვლენები
ინსულტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები
მენინგიტის შემდგომი ნარჩენი მოვლენები

კოსმეტოლოგიური მიმართულება: 

წონის მართვის და კლების პროგრამა 
ჰიპერჰიდროზი 
მიმიკური ნაოჭების გასწორება 
აკნე 
Anti-ageing 

 

მისამართი:

ქ. თბილისი, ს. ჩიქოვანის ქ. #21

ქ. ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის ქ. #24

 

 

მისამართები