Medi Prive • მედი პრივე

Medi Prive • მედი პრივე

ჯანმრთელობა და სილამაზე

განსხვავებული კონცეფციის, მრავალპროფილური კლინიკა!

10%  ქეშბექი

გადახდისას მოითხოვეთ ლიბერთის ტერმინალი

საკონტაქტო ინფორმაცია

სამუშაო საათები

ყოველდღე 10:00-21:00

ტელეფონი

+995 32 290 30 90

კომპანიის შესახებ

განსხვავებული კონცეფციის, მრავალპროფილური კლინიკა - "მედი პრივე" 2013 წლიდან ფუნქციონირებს. მყუდრო, მეგობრული გარემო, მაღალი ხარისხის მომსახურება და დახვეწილი ინტერიერი, არღვევს სამედიცინო დაწესებულებების სტერეოტიპს. აქ თქვენი ჯანმრთელობა თუ ესთეტიური სილამაზე მხოლოდ დარგის მაღალპროფესიონალი კადრების ხელშია.

კლინიკის განსხვავებული „ბუტიკური“ კონცეფცია გულისხმობს თანამედროვე სამყაროში უკვე კარგად დამკვიდრებულ ტერმინს „კონსიარჟ სამედიცინო“ მომსახურებას - სადაც ექიმები პაციენტებთან მეტ დროს ატარებენ, გულისყურით უსმენენ მათ ყოველ ჩივილს, მონიტორინგს უწევენ მათ სრულ გამოჯანმრთელებამდე. 

კლინიკის მომსახურეობა მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე ესთეტიური მედიცინის მიმართულებებს, კერძოდ: გინეკოლოგიურ, ექოსკოპიურ, გასტროენტეროლოგიურ, დერმატოლოგიურ, ენდოკრინოლოგიურ, ბავშვთა და ზრდასრულთა ფსიქოთერაპიულ, კოსმეტოლოგიურ და სხვა სამედიცინო მომსახურეობის სპექტრს. 

კლინიკა აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატებით - ამიერკავკასიაში მხოლოდ თბილისში, კლინიკა „მედი პრივეში“ წარმოდგენილი Lumenis Infinity-ის ლაზერული ეპილაციის აპარატი, რომლის უმთავრესი უპირატესობა არასასურველი თმისგან სამუდამოდ განკურნებაა (საშუალოდ 5 პროცედურა), ასევე Philips-ის ულტრაბგერითი კვლევის აპარატი, Roche-ის ლაბორატორიული დანადგარები და ფრანგული ლუქს ბრენდის Guinot-ის სახის გამაახალგაზრდავებელი აპარატები, რომლის შთამბეჭდავი შედეგები პაციენტების აბსოლუტური უმრავლესობის აღფრთოვანებას იწვევს. 

 

მისამართი:

ქ. თბილისი, ი. ნიკოლაძის ქ. #6

 

 

 

მისამართები