ღვინო ყველა თაობისთვის!
15% ქეშბექი
ყოველდღე 11:00-20:00
+995 599 65 22 33
,,შაბოს'' ისტორია 1822 წლიდან იწყება. ეს არის ბრენდი, რომელსაც დაარსებიდან დღემდე 500-მდე ჯილდო და დიპლომი აქვს მიღებული საერთაშორისო მასშტაბით.
,,შაბოს'' უკვე კარგად იცნობენ და ენდობიან მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის: ბელგიაში, საფრანგეთში, დანიაში, იაპონიაში, ჩინეთში, აშშ-ში, ბრაზილიაში და კანადაში.
,,შაბო'' მოიცავს - მევენახეობას, ღვინისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების, მათ შორის : ღვინის, ბრენდის, ყურძნის არყის, ცქრიალა ღვინის, ვერმუტის და უკრაინული ხორბლის არყის წარმოებას.
საქართველოში ,,შაბოს'' წარმომადგენელი არის შპს „ჯორჯიან ლეჯენდ“, რომელიც ამავდროულად აწარმოებს ქართულ ღვინოს რჩეული ყურძნისგან, კახეთში მდებარე საკუთარი ვენახებიდან. Georgian Legend არის ისტორია გემოს მიღმა, ვინაიდან ბრენდის კონცეფცია აგებულია უნიკალურ ქართულ ანბანზე და მოგვითხრობს ჩვენთვის აქამდე უცნობი ლეგენდების შესახებ. ვენახები განლაგებულია სხვადასხვა მიკროზონებში, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს ქართული ლეგენდის ღვინის ასორტიმენტს. ეს არის ღვინო ყველა თაობისთვის.
,,შაბოს'' ბრენდ ბუტიკში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დააგემოვნოთ როგორც ქართული, ისე საერთაშორისო ჯიშებისგან დამზადებული ღვინოები. აქ არსებული ფართო ასორტიმენტი მოიცავს თითქმის ყველა სახეობის ალკოჰოლურ სასმელს: ღვინო, ცქრიალა ღვინო, არაყი, ბრენდი, ვერმუტი, ჩამოსასხმელი ღვინოები და სხვა.
მისამართი:
ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. #12