ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება! ტოპ|ქარდით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა.
5% ქეშბექი
ყოველდღე 11:00-20:00
+995 595 21 11 11
კომპანია Moped Depot საქართველოს ბაზარს 2017 წელს მოევლინა.
ჩვენი მიზანია ქვეყანაში დავამკვიდროთ მოპედი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალება.
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების შემცირებაში, გადაადგილებას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის Moped Depot-ს გეგმაშია შექმნას მომსახურების სრული ეკო - სისტემა, რომელიც გააერთიანებს:
. სკუტერებისა და მოპედების მულტიბრენდულ მაღაზიათა ქსელს;
. სკუტერების გაქირავებას;
. აქსესუარებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზიათა ქსელს;
. მომსახურების სერვის ცენტრებს (რაც ძალიან დეფიციტურია დღეს).
იმისთვის, რომ უკეთ მოვერგოთ ადგილობრივ სტანდარტებს, მოთხოვნასა და სხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ საჭიროებებს, ჩვენ დიდი სიფრთხილით შევარჩიეთ ჩვენი პარტნიორი ბრენდი და მომხმარებლებს ხელმისაწვვდომ ფასად ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის უახლეს მოპედებსა და მათ აქსესუარებს.
ჩვენ ვართ ექსკლუზიური წარმომადგენლები, მსოფლიოში ცნობილი ტაივანური ბრენდის Sym-ი, რომელიც გამოირჩევა ხარისხით და სანდოობით, Sym-ი უკვე გაიცნო და შეიყვარა ქართველმა მომხმარებლებმაც.
ჩვენ კიდევ უფრო მრავალფეროვანს ვხდით ჩვენთან ურთიერთობას ჩვენი მომხმარებლებისათვის დამატებით ისეთი პროდუქტების შეთავაზებით, როგორებიცაა: ლიზინგი, განვადება, ეს პროდუქტები კი ქვეყანაში საუკეთესო კომპანიებთან პარტნიორობით გვაქვს შექმნილი.
ჩვენ მომავალში კიდევ უფრო მრავალფეროვანს გავხდით ჩვენი ბრენდების პორთფელს და არაერთ სასიამოვნო სიახლეს ვპირდებით ჩვენს მომხმარებელს.
მისამართი:
ქ. თბილისი, შ. ნუცუბიძის ქ. #139