ყველაფერი ემოციებზე!
5% ქეშბექი
WoodTiness არის ბრენდი, რომელიც ყვება ადამიანების ემოციებზე. უფრო დეტალურად, WoodTiness არის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია და მისი ძირითადი მიმართულება გულსაბნევებია, რომლებიც მზადდება ხისგან და ორგანული მინისგან.
თავისი შინაარსით WoodTiness არის ბრენდი, რომლითაც ადამიანები საკუთარ თავს ყველგან და ყოველთვის გამოხატავენ და მათ მაგივრად ეს აქსესუარები უყვებიან სამყაროს პატარა, თუმცა მნიშვნელოვან ისტორიებს.
ეს არის ბრენდი, როგორც იდეა: საკუთარი თავის რწმენისთვის, საკუთარი თავის მიმღებლობისთვის, სიამაყისთვის იმიტომ, რომ შენ ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც ახლა ხარ. და რა საკვირველია, რომ WoodTiness გულსაბნევებიც ისეთივე ფერადია, როგორც ჩვენი შინაგანი სამყარო.
მისამართი:
ქ. თბილისი, დ. გურამიშვილის გამზ. #23