განუმეორებელი გამოცდილება!
5% ქეშბექი
ყოველდღე 24 საათი
+995 596 60 25 25 +995 591 60 25 25
სასტუმრო Park Hotel მთლიანად მორგებულია სტუმრების კომფორტზე. შენობას გარს ერტყმის უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაჭიმული, ყველა სეზონზე გამწვანებული ბაღი ველო-პარკინგით, რეკრეაციული და საბავშვო ზონითა და პატიოთი. 3 სხვადასხვა კატეგორიის 45 ოთახი გათვალისწინებულია როგორც მშვიდი ოჯახური, ასევე რომანტიული თუ აქტიური დასვენებისთვის.
მყუდრო Park ოთახი თქვენი მშვიდი ძილის გარანტია. თითოეულ ოთახში სტუმარს ხვდება ორთოპედიული მატრასი ანტიალერგიული თეთრეულით, ფარდები ბუნებრივი სინათლის სრული დაფარვით, ინდივიდუალური კლიმატის კონტროლი, უმაღლესი ხარისხის აბაზანის ხალათი, ჩუსტები და ჰიგიენური საშუალებები. მოცემული კატეგორია აერთიანებს ოთახებს როგორც ერთი დიდი, ასევე ორი ცალ-ცალკე საწოლით და საშუალო ფართობი შეადგენს 18-25 კვ.მ-ს.
Superior კატეგორია გამოირჩევა 30 კვ.მ-ის დიდი, ნათელი ოთახებით და იდეალურია როგორც რომანტიული წყვილებისთვის, ასევე აქტიური დასვენების მოყვარულთათვის. ულამაზესი ბუნების ხედები, ოთახის პასტელური ტონალობები და ფერთა გამა სტუმარს სრული ჰარმონიის შეგრძნებას ანიჭებს. ოთახებში არსებული როგორც ერთი დიდი, ასევე ორი ცალ-ცალკე საწოლი აღჭურვილია ბამბის ანტიალერგიული თეთრეულითა და მატრასით, რომელიც იცავს ხერხემლის ბუნებრივ ფორმას.
Family Suite თბილ ოჯახურ ატმოსფეროს შეგიქმნით. 40 კვ. მ სუითში მისაღები ოთახი დაკავშირებულია საძინებელთან და გათვლილია ორ ზრდასრულსა და ბავშვებზე. ოთახი არა მხოლოდ ფართით გამოირჩევა, არამედ განსაკუთრებული ხმოვანი იზოლაციით, ეკომეგობრული ავეჯით და ანტიალერგიული ჰიგიენური საშუალებებით. ამ კატეგორიის კიდევ ერთი უპირატესობა თვალწარმტაცი ბუნების ხედებია წლის ნებისმიერ სეზონზე.
სასტუმროს თითოეული ოთახი აღჭურვილია:
. 32 ინჩიანი დიაგონალის ტელევიზორი სატელიტური არხების დიდი არჩევანით
. უმაღლესი ხარისხის საპირფარეშოს ჰიგიენური საშუალებები და სხვდასხვა ზომის პირსახოცები
. ინდივიდუალური კლიმატის კონტროლი
. ხალათი და ჩუსტები
. უკაბელო ინტერნეტი
. მინი ბარი
. თმის ფენი
. მადუღარა და ჭიქები
. ტანსაცმლის საკიდები
მისამართი:
ქ. წყალტუბო, შოთა რუსთაველის ქ. #1