ღვინის შექმნის უძველესი ხელოვნება!
10% ქეშბექი
ყოველდღე 24 საათი
+995 557 54 04 65
„ტყუპების საღვინე სახლის“ ბრენდით ღვინის წარმოება, გია და გელა გამტკიცულაშვილებმა დაიწყეს და ადგილობრივ ბაზარზე 1997 წლიდან გამოჩნდნენ.
ღვინის დაყენების ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცა და სწორედ ამ უწყვეტი გენეტიკური ჯაჭვით „ტყუპების საღვინე სახლს“ ჩაეყარა საფუძველი.
„ტყუპების საღვინე სახლი“ პირველია ქვევრის ღვინის პოპულარიზაციაში. შესაძლოა ითქვას, რომ ქვევრი კომპანიის მთავარი სავიზიტო ბარათია.
კომპანია ფლობს ინტელექტუალურ საკუთრებას „გაჭრილი“ ქვევრების შესახებ, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიურ პროცესებს.
მეღვინეობის ტერიტორიაზე 135 ქვევრი ფუნქციონირებს. აქედან, ყველაზე პატარა 50ლ ტევადობისაა. ყველაზე დიდი კი 5 ტონას აღწევს. ტყუპების მეღვინეობა მოიცავს ვენახის 15 ჰა მიწას, 2 ჰა ბიო/ორგანული ვენახის ჩათვლით.
„ტყუპების საღვინე სახლი“, აღნიშნული ვენახებიდან მოწეული მოსავლის მიხედვით ღვინის ფართო ასორტიმენტს გთავაზობთ. აქ ყენდება საფერავი, ხიხვი, ქისი, კახური მწვანე, ნაფარეული, როზე, მუკუზანი და ქინძმარაული. ასევე, ჭაჭის არაყი და ბრენდი.
დღეს, „ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ აერთიანებს 30 ნომრიან სასტუმროს - ღია აუზით და საუნით, სარესტორნო სივრცეებს, ასევე ღია და დახურული ტიპის მარნებთან ერთად „ზავოდს“.
მისამართი: